საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში. დაბრუნდი ძველ ვერსიაზე

სოციალური მედია მარკეტინგი

აქტიურია
3-80

whiteboard
ლექციების რაოდენობა

20 ლექცია

calendar-outlined
ლექციების ხანგრძლივობა

3 თვე

laptop-outlined
ლექციების ფორმატი

Google meets

სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად, ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

რა არის კურსის მიზანი?

კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას ეფექტიანად გაავრცელო ინფორმაცია, თანამედროვე ციფრულ სამყაროში.

პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და შექმნი ონლაინ კამპანიას.

კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.

ვისთვისაა კურსი?

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.

რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?

  • პოპულარული სოციალური მედია არხების მართვა;

  • სოციალური მედიისთვის ტექსტის მომზადების სპეციფიკა;

  • სხვადასხვა სოციალური არხების საშუალებით ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელება;

  • Google-ის სერვისებთან მუშაობა;

  • ბრიფისა და რეპორტის მომზადება;

  • ონლაინ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

image00001

file-list-outlined

აქტიურია