საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში. დაბრუნდი ძველ ვერსიაზე

მობილური აპლიკაციების შექმნა

აქტიურია
1-80

whiteboard
ლექციების რაოდენობა

20 ლექცია

calendar-outlined
ლექციების ხანგრძლივობა

3 თვე

laptop-outlined
ლექციების ფორმატი

Google meets

კურსის განმავლობაში გაეცნობი მობილური აპლიკაციის შექმნის ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს, რაშიც დაგეხმარება MIT-ის პროგრამა App Inventor-ი. სასწავლო კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ისე სხვადასხვა მობილური მოწყობილობის მუშაობის ძირითად პრინციპებს. დაეუფლები Google-ის მიერ შექმნილ პროგრამირების ენა Dart-ს და Flutter ფრეიმვორკს.

რა არის კურსის მიზანი?

კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომელიც მობილური მოწყობილობისათვის აპლიკაციის შექმნის შესაძლებლობას მოგცემს.

პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად შექმნი მობილურ აპლიკაციას Android მოწყობილობისათვის.

კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.

ვისთვისაა კურსი?

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.

რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?

  • თანამედროვე მობილური აპლიკაციებისათვის ვიზუალური კომპონენტების შექმნა;

  • პროგრამირების საწყისების ძირითადი პრინციპები და გავრცელებული მიდგომები;

  • მონაცემთა ბაზების მუშაობის პრინციპები, რომელთა მეშვეობითაც, შეძლებ მონაცემთა ბაზის აწყობასა და მის მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებას;

  • ციფრულ რუკასთან მუშაობა და ისეთი მობილური აპლიკაციის აწყობა, რომელშიც ინტერაქციული რუკა იქნება ჩაშენებული.

ფოტოები-04

ხშირად დასმული კითხვები

აქტიურია