სასწავლო კურსის ფარგლებში შენ გაეცნობი ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
რა არის კურსის მიზანი?
კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით.
პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და შექმნი ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციას.
კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.
ვისთვისაა კურსი?
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.
რას გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
Python-ის საწყისები;
ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწა (fine-tuning), დიდი რაოდენობის მონაცემებთან მუშაობა;
სამუშაო მოდელების გაწვრთნა და ოუფენ სოურს LLMs (მაგ.: llama) მოდელების გამოყენება;
ვინ მასწავლის?
გურამ ქერეჭაშვილი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი და ღრმა სწავლების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი SLB-ში, ტექსკოლის მოწვეული ლექტორი.
ვინ მასწავლის?
გურამ ქერეჭაშვილი
check-circle-filled ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი და ღრმა სწავლების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი SLB-ში