საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში. დაბრუნდი ძველ ვერსიაზე

ერთგული ქულა გახდა ლარი

1110x400 geo

ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ერთგულ ანგარიშზე, ახლა უკვე ქულის ნაცვლად ლარი გიგროვდება. რადგან ქულა იგივე ლარია, ახლა მისი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა და სურვილისამებრ განკარგვაც შეგიძლია.

შენს მიერ აქამდე დაგროვილი ქულებიც უკვე ლარია და შეგიძლია განაგრძო დაგროვება ან გადარიცხო საკუთარ ანგარიშზე და ისე გამოიყენო.

დაგროვილი ქულების/ლარების ერთგული ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვისთვის:

  • შედი მობაილბანკში

  • ანგარიშების გვერდზე, ერთგულის ანგარიშის ქვეშ დააჭირე ღილაკს „გაიგე მეტი“

  • ერთგულის ბალანსის ქვევით, დააჭირე ღილაკს გადარიცხვა

  • აარჩიე საკუთარი ანგარიში, სადაც გსურს დაგროვილი თანხის გადარიცხვა

  • შეიყვანე თანხის რაოდენობა

  • დააჭირე ღილაკს გაგრძელება

  • დააჭირე ღილაკს გადარიცხვა და დაელოდე მოთხოვნის დამუშავებას

თანხის დაგროვებას ერთგულ ანგარიშზე, ზუსტად ისევე შეძლებ როგორც ქულებს აგროვებდი: რაც მეტჯერ გადაიხდი თიბისის ბარათით თიბისის ტერმინალზე, მით მეტი ლარი დაგიგროვდება, შენი მიმდინარე დარიცხვის ეტაპის მიხედვით.

ამავე, ერთგულ ანგარიშზე დაგიგროვდება, შეთავაზებების დროს დაბრუნებული თანხა ე.წ. ქეშბექი.

დაგროვილი თანხის დახარჯვისთვის ტერმინალზე QR გადახდა აღარ დაგჭირდება, საკმარისია დაგროვილი ლარი გადარიცხო ერთგული ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე. QR გადახდა ტერმინალებზე 10 სექტემბრიდან არ იქნება ხელმისაწვდომი.

კითხვა-პასუხი