თიბისი ბანკი მოწოდებულია რა წარმართოს ბიზნეს საქმიანობა პროფესიონალიზმის, პატიოსნების, ბიზნეს ეთიკის დაცვის კვალდაკვალ, გაძლევთ საშუალებას ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით დააფიქსიროთ ინციდენტი/ დარღვევა ან გამოთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ეხება ბანკის ან ბანკის შვილობილი კომპანიების ნებისმიერი თანამშრომლის მხრიდან განხორციელებულ შემდეგ ქმედებას:
თაღლითობასთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სქემებში მონაწილეობას;
ბანკის/მისი შვილობილი კომპანიების შიდა პოლიტიკების/დებულებების/ინსტრუქციების დარღვევას;
ბანკის/მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომელზე მორალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას (დევნას);
ინტერესთა კონფლიქტის უგულვებელყოფა;
დანაშაულის ჩადენას (ქურდობა, საბუთების გაყალბება და სხვა);
ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელს, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ბანკის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს ბანკის ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის სასურველი ანონიმური მხილების დაცული ვებგვერდით :
ანონიმური მხილების დაცული ვებ გვერდი თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას ვინაობის გამხელის გარეშე დააფიქსიროთ ინფორმაცია.
აღნიშნული ვებ გვერდი არ არის განკუთვნილი მომსახურების ხარისხთან, საბანკო პროდუქტების პირობებთან და ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული უკმაყოფილებების დასაფიქსირებლად.
გარდა ანონიმური მხილების ვებ გვერდისა, ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგი გზებით:
თიბისი ბანკის მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესის, ასევე მამხილებლის უფლება მოვალეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები.