ჩაერთე ინოვაციების გამოწვევაში! თიბისის ჰაკათონი არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში.
მონაწილეებმა უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭირო ღირებულებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია შეკრათ გუნდი. გუნდში შესაძლებელია იყოს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილე. ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაციას შეძლებს პირველი 40 გუნდი.
დარეგისტრირდი თუ ხარ დეველოპერი, დიზაინერი, პროდუქტის მენეჯერი, ტექ ენთუზიასტი, სტუდენტი, ან თუ სხვა პროფესიის ხარ - არც ესაა პრობლემა.
გაითვალისწინე, რომ დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე, გუნდში აუცილებლად დაგჭირდება ტექ გამოცდილების მქონე მინიმუმ 1 წევრი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
გააცოცხლებ იდეას ან გადაჭრი რეალურად არსებულ პრობლემებს;
იმუშავებ ინდუსტრიის ექსპერტებთან: ჩართულები იქნებიან ტექ ლიდები, რომლებიც სამუშაო პროცესში მენტორობას გაგიწევენ;
გაქვს შანსი, მოიგო დაწესებული ფულადი ჯილდო.
როგორი იქნება დავალება?
დეტალურ ბრიფს ადგილზე გაეცნობი.
საჭიროა, რომ იდეა გაზიარებული იყოს ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.
ჯილდოები
გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც შესაბამისი ფულადი ჯილდო გადაეცემათ: