ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, თიბისი და საქართველოს ბანკი 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
2,500,000 მილიონი ლარი ფონდებში
თანხა განაწილდება ფონდებში, რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაა.
2,500,000 ლარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
თიბისის ინიციატივები
TBC x My market
თიბისი და My Market.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებიც არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას. მათ მხარდასაჭერად, Mymarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას მეწარმეები საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ის მომხმარებლები კი, რომლებიც პროდუქციას Mymarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით ქეშბექს მიიღებენ.
TBC x Glovo
თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლის წყარო. Მომხმარებლები, რომლებიც Glovo-დან აღნიშნული ობიექტების პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით ფასდაკლებას მიიღებენ.
TBC x tkt.ge
თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად რომ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, თიბისის და tkt.ge-ის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური ჩაირიცხება ფონდში ,თეატრებისა და მათი მსახიობების მხარდასაჭერად.
საქართველოს ბანკის ინიციატივები
BOG x Extra
საქართველოს ბანკი და extra.ge მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ საშობაო მარკეტებზე მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, extra.ge-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები extra.ge-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. ასევე ისინი საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ მიწოდების სერვისითაც. მომხმარებლები კი, ვინც ექსტრაზე ამ მეწარმეების პროდუქციას შეიძენენ, 10- ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან დაფინანსდება. შეთავაზება ძალაში იქნება 15 იანვრის ჩათვლით.
BOG x Ads manager
მცირე მეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბანკის Ads manager-იდან (შეთავაზებების მართვის ციფრული პლატფორმიდან) შეთავაზებების გაკეთებას უფასოდ სთავაზობს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც ამ შეთავაზებით ისარგებლებენ, საქართველოს ბანკისგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან იანვრის ბოლომდე დაფინანსდება.
BOG x Biletebi.ge
იმისთვის რომ გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეძლონ გააგრძელონ საქმიანობა, საქართველოს ბანკი Biletebi.ge-ს ინიციატივას უერთდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის მიერ, გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების 1 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქართველოს ბანკი გააორმაგებს.
სასაჩუქრე ბარათები
მცირე მეწარმეები მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ ინიციატივას ახორციელებს და ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე ბარათების შექმნას Ads manager-იდან, საკომისიოს გარეშე სთავაზობს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიძინონ სასაჩუქრე ბარათი და ამით მხარი დაუჭირონ მეწარმეებს. ისინი შეძენილი სასაჩუქრე ბარათის გამოყენებას მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.
BOG x Wolt
იმ ქართველი მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, რომლებიც საშობაო მარკეტზე მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს ბანკი და WOLT ერთიანდებიან. რაც იმას ნიშნავს რომ, ის მომხმარებელი ვინც Wolt-დან ამ ობიექტების სერვისს და პროდუქციას საქართველოს ბანკის ბარათით შეიძენს, დამატებით ქეშბექს მიიღებს.